Accentnews.ge
ჟვანია – საარჩევნო დარღვევებზე: "ძირითადად იყო: „გამომრჩა ხელმოწერა“ და „ზედმეტი ბიულეტენი გადამყვა“

ჟვანია – საარჩევნო დარღვევებზე: "ძირითადად იყო: „გამომრჩა ხელმოწერა“ და „ზედმეტი ბიულეტენი გადამყვა“

21/06/2021 12:53:44 პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით კომისიის წევრებზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება ძირითადად ისეთ შემთხვევებში მოხდა, სადაც ადგილი ჰქონდა უყურადღებობით ჩადენილ შეცდომებს.

მისი თქმით, ცესკო-მ 862 ასეთი საჩივრიდან 224 დააკმაყოფილა, დანარჩენი საჩივრებიდან კი სასამართლოში მხოლოდ 13 სარჩელი წავიდა, საიდანაც ერთი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

"დარღვევები ძირითადად იყო: „გამომრჩა ხელმოწერა“, „ზედმეტი ბიულეტენი გადამყვა“, ანუ უყურადღებობით (გამოწვეული) და ასეთი ტიპის დარღვევები. მაგალითად, „გამომრჩა მარკირება“ , „ოქმის რეკვიზიტი გამომრჩა შევსებისას“ და ა.შ. [...] საერთოდ საარჩევნო სფეროში არსებობს სამი ტიპის მიმართულება: მიზანმიმართული ქმედება, რომელიც ჩნდება გაყალბებაში, სისტემური ქმედება, რომელიც შეიძლება იყოს საარჩევნო კანონმდებლობიდან გამოწვეული და მესამე - გადაცდომის პროფილი, რომელიც მოიაზრებს რომ უყურადღებობით, უგულებელყოფით, ადამიანური შეცდომებით შეიძლება შეცდომა დაუშვას, ასეთ გადაცდომებზე იყო დისციპლინური სახდელები დაკისრებული“, - განაცხადა ჟვანიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S