Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატების წინაშე წლიური მოხსენებით 25 ივნისს წარსდგება

ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატების წინაშე წლიური მოხსენებით 25 ივნისს წარსდგება

21/06/2021 12:24:41 პოლიტიკა

25 ივნისს დეპუტატები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ, რომელიც პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით წლიურ მოხსენებას გააცნობს.

პარლამენტის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ 151-გვერდიან მოხსენებაში ასახულია ისეთი საკვანძო მიმართულება, როგორიცაა: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.

„პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და შემცირებული ეკონომიკური აქტივობების ფონზე, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ, ერთი მხრივ, არ შეჩერდეს ქვეყნის საშუალო და გრძელვადიანი განვითარების რეფორმები, ხოლო, მეორე მხრივ, მოკლევადიან პერიოდში დაეხმაროს მოსახლეობას, ისევე, როგორც კერძო სექტორს, ახალი გამოწვევების დაძლევაში“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S