საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ პაატა მანჯგალაძე აირჩიეს
21/06/2021 09:47:59 პოლიტიკა
"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ამ თანამდებობაზე სულ ორი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი - პაატა მანჯგალაძის და "ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მაჭუტაძის, თუმცა მაჭუტაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.


