Accentnews.ge
რუსთაველის თეატრი მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

რუსთაველის თეატრი მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

21/06/2021 09:04:14 საზოგადოება

რუსთაველის თეატრი ადასტურებს, რომ დასი გასტროლით მოსკოვში მიემგზავრება. როგორც თეატრში აცხადებენ, ჩეხოვის ფესტივალში სხვა ქვეყნებიც მონაწილეობენ.

„რუსთაველის ეროვნული თეატრი 2021 წელს, ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე (მოსკოვი) წარადგენს რობერტ სტურუას სპექტაკლს „თამაშის დასასრული“. სპექტაკლი წარმოდგენილი იქნება 30 ივნისს და 1,2 ივლისს.

ანტონ ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი პირველად 1992 წელს ჩატარდა. თავისი ოცდაათწლიანი ისტორიით ჩეხოვის ფესტივალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა უკლებლივ ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია თეატრი.

სხვადასხვა წლებში ჩეხოვის ფესტივალზე სპექტაკლები წარმოადგინეს ისეთმა სახელგანთქმულმა რეჟისორებმა, როგორებიც არიან: პიტერ ბრუკი, ჯორჯო სტრელერი, პიტერ შტაინი, კამა გინკასი, რეზო გაბრიაძე, პინა ბაუში, რიმას ტუმინასი, ეიმუნტას ნეკროშუსი, ტადაში სუძუკი, რობერტ სტურუა, ვიქტორია ჩაპლინი, ჟან-ბაბტისტ ტიერი, ალექსანდრ ეკმანი, რობერტ ლეპაჟი, კლაუდიო ჰოფმანი, აკრამ ხანი, დეკლან დონელანი და მრავალი სხვა.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა იაპონური, ბრაზილიური, კანადური თეატრების სეზონები. წლების განმავლობაში ჩეხოვის ფესტივალი თანამშრომლობდა სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ავსტრია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ტაივანი, არგენტინა და სხვა", – ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას იღებენ შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები: ესპანეთი, არგენტინა, საფრანგეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი, იტალია, ინდოეთი, იაპონია და საქართველო,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე დასის მოსკოვში გამგზავრების თაობაზე ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რუსთაველის თეატრის მისამართით კრიტიკა ისმის, რომლის საპასუხოდ სტურუა აცხადებს, რომ "ვინც საქართველო გაყიდა", ახლა რუსთაველის თეატრს "უჩმახებს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S