კობახიძე - "პრაიდის" კვირეულზე: "სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ღონისძიების ჩატარებაზე"
17/06/2021 19:53:34 პოლიტიკა, საზოგადოება
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისი აზრით, „თბილისის პრაიდის“ ჩატარებას უარი უნდა ეთქვას.
"მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე. მთელი კონტექსტის გათვალისწინებით. ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით გამსჭვალული გადაწყვეტილება. ძალიან კომპლექსურია ეს კონტექსტი და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ, თუმცა რაც არის ეგ არის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1-5 ივლისს „თბილისი პრაიდი“ პრაიდის კვირეულის გამართვას, 5 ივლისს კი თბილისში, რუსთაველის გამზირზე კვირეულის ფარგლებში „ღირსების მარშის“ ჩატარებას გეგმავს.


