Accentnews.ge
კობახიძე – გახარიას შესაძლო დაკავებაზე: "ეს მიმართულება გამორიცხულია"

კობახიძე – გახარიას შესაძლო დაკავებაზე: "ეს მიმართულება გამორიცხულია"

17/06/2021 18:37:28 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ექს–პერემირ გიორგი გახარიას დაკავებას გამორიცხავს.

კითხვაზე, "გახარიაზე გაკეთებული განცხადებით შეამზადა თუ არა ფონი მის დასაჭერად", კობახიძემ "ტვ პირველის" ეთერში შემდეგი განაცხადა:

„არა, ეს მიმართულება გამორიცხულია. [...] ასეთ დროს სამართლებრივად უნდა არსებობს მყარი მტკიცებულება იმისთვის, რომ ამ მიმართულებით პროცესების განვითარება მოხდეს".

კითხვაზე, "ნიშნავს თუ არა ეს, რომ გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს", კობახიძემ განაცხადა, რომ არსებობს პოლიტიკური მტკიცებულება, თუმცა "სამართლებრივი ბრალი სხვა არის".

"ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მტკიცებულება, რაც არის საკმარისი, რომ ადამიანს წაუყენო პოლიტიკური ბრალი. სამართლებრივი ბრალის არის სხვა ბრალი“, – განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S