Accentnews.ge
ვაშაძე: "მე რომ არ მშია, სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის"

ვაშაძე: "მე რომ არ მშია, სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის"

17/06/2021 10:40:43 პოლიტიკა

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სამწუხაროა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ასეთ “იაფფასიან ტერმინოლოგიას” იყენებს.

“ხალხს შია საქართველოში, საქართველოს შია. საქართველო კარგავს პერსპექტივას მიშას და ბიძინას ბრძოლის გამო. მე ვემსახურები საქართველოს იდეას, ეს ადამიანები მხოლოდ თავის პერსონალურ იდეებს ემსახურებიან. ამაშია ჩემსა და მიშას შორის სხვაობა და ამაში ვერ გავასწორე ვერაფრით მიხეილ სააკაშვილი. შია ხალხს, ვალი აქვს სახელმწიფოს, ამაზე უნდა გავცეთ ჩვენ პასუხი. მე რომ არ მშია და მე რომ ამისთვის არ ვაკეთებ, ეს ძალიან კარგად იცის მიშამაც და ძალიან კარგად იცის მისმა ყველა თანაგუნდელმა, ძალიან კარგად იცის, რომ გიორგი ვაშაძეს ცხოვრებაში ვერავინ ფულით ვერასდროს ვერ იყიდის, მათ შორის, ვერც მიშა სააკაშვილი”, – განაცხადა ვაშაძემ.

მანამდე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვაშაძისთვის მისი ლანძღვა “ფულის კეთების ყველაზე ადვილი მეთოდია”:

“რა ქნას, მოშივდა საბრალოს. რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? — სააკაშვილის ლანძღვა. იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერ–ჯერობით, ივანიშვილის საქართველოში… არაუშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე. იშოვონ ცოტა კიდევ, თორე მერე, გაჭირდება ეგ ამბავი”.

ცნობისთვის: გიორგი ვაშაძემ “ტვ პირველის” ეთერში თქვა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” განვითარების პერსპექტივა არ აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S