Accentnews.ge
ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ „ელიტური კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ „ელიტური კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

17/06/2021 10:31:40 პოლიტიკა

ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ „ელიტური კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

ფრაქციის წევრები მიიჩნევენ, რომ კომისიის ფარგლებში უნდა იყოს განხილული არსებული და გამოუძიებელი ელიტური კორუფციის ფაქტები.

„ფრაქციამ „ლელო პარტნიორობა საქართველისთვის“ დაარეგისტრირა ინიციატივა „ელიტური კორუფციის შემსაწვალელი, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ”. ეს ინიციატივა დარეგისტრირდა გუშინ. ჩვენი ამოცანაა, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც გამოიკვლევს საქართველოში არსებული ელიტური კორუფციის ფაქტებს, დაადგენს მათში გარეულ პირებს, მათ შორის თანამდებობის პირებს და ამით ჩვენ შევქმნით პრეცედენტს, რომ აღარასოდეს ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელად არ დარჩეს მასშტაბური ელიტური კორუფციის ფაქტები. ამ კომისიის შექმნა არის გადაუდებელი საჭიროება", – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ფრაქციის წევრები იმედოვნებენ, რომ მათ ინიციატივას როგორც სხვა ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის მხარდაჭერა ექნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S