Accentnews.ge
"პუტინ–ბაიდენის სამიტზე იყო თუ არა განხილული საქართველოს საკითხი, ეს არაფერს ნიშნავს"

"პუტინ–ბაიდენის სამიტზე იყო თუ არა განხილული საქართველოს საკითხი, ეს არაფერს ნიშნავს"

17/06/2021 10:00:07 პოლიტიკა

"პუტინ–ბაიდენის სამიტზე იყო თუ არა განხილული საქართველოს საკითხი, ეს არაფერს ნიშნავს", –ამის შესახებ დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას აშშ-ისა და ევროკავშირისა მხარდაჭერა აქვს.

"არ ჩათვალოთ, რომ თავს ვუქონავ საქართველოს მოქალაქეებს. არაფერს ნიშნავს ის, საქართველოს საკითხი ამ სამიტზე განხილული იყო თუ არა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ყველა ჩვენი მოკავშირის ურყევი მხარდაჭერა აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას. რუსებს და რუსულ დიპლომატიას ახასიათებს შემდეგი თვისება: რაც შეიძლება ბევრი კონფლიქტური საკითხი წამოწიოს წინ, რომ ამაში მისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ჩაძიროს. ნატო-ს კომუნიკე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მხარდაჭერა არ შენელებულა და ეს გაგრძელდება. უკრაინა ამ შემთხვევაში განსაკუთრებული საკითხია მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინაში უწყვეტად მიმდინარეობს ომი, სამხრეთ-აღმოსავლეთში არის ნამდვილი ომი, არავითარი ზავი არ არის დადებული“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ჟენევაში გუშინდელი სამიტი ძალიან თვალსაჩინო იყო, რომ "იწყება ახალი ეტაპი დაპირისპირების და ამ დაპირისპირებაში საქართველომ თავისი ადგილი რომ მონახოს, გასათვალისწინებელია ყველა ის რეკომენდაცია და რჩევა, რომელსაც მოკავშირეები გვაძლევენ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S