"დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გასწიონ, რათა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგს დაუბრუნდეს"
17/06/2021 07:39:40 პოლიტიკა
"დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გასწიონ, რათა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგს დაუბრუნდეს", – ასე ეხმიანება Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი ლუკ კოფი რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრისას განხილულ საკითხებს შორის საქართველოს თემის არარსებობის ფაქტს.
"საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ! თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო არ იყო ნახსენები არც პუტინისა, არც ბაიდენის პრეს-კონფერენციებზე", – აცხადებს კოფი.
ცნობისთვის: გუშინ ჟენევაში აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინის შევხედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ორივე ლიდერმა დაადასტურეს, რომ დღის წესრიგის ერთ–ერთი თემა უკრაინა იყო. რაც შეეხება საქართველოს, არც პუტინისა და არც ბაიდენის პრეს–კონფერენციაზე ქვეყნის თემა არავის უხსენებია.
აღსანიშნავია, რომ 2011 წელს ბაიდენმა პუტინთან შეხვედრისას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააკრიტიკა.


