Accentnews.ge
მაკფოლი – პუტინ–ბაიდენის სამიტზე: „არავის უხსენებია საქართველოს ოკუპაცია"

მაკფოლი – პუტინ–ბაიდენის სამიტზე: „არავის უხსენებია საქართველოს ოკუპაცია"

17/06/2021 07:21:36 პოლიტიკა

რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი სინანულს გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შეხვედრისას განხილულ საკითხებს შორის საქართველოს თემა არ უხსენებიათ.

„10 წლის წინ პუტიისა და ბაიდენის შეხვედრისას საქართველო მთავარი საკითხი იყო. ახლა კი ოკუპაცია არავის უხსენებია. ვწუხვარ, ყირიმის მსგავსი ბედის გამოც. აი, რა ხდება, როცა ჩვენ დასავლეთში წარსულს ვივიწყებთ და მხოლოდ მომავალზე ვართ ორიენტირებულნი“, – აცხადებს მაკფოლი.

ცნობისთვის: გუშინ ჟენევაში აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ორივე ლიდერმა დაადასტურა, რომ დღის წესრიგის ერთ–ერთი თემა უკრაინა იყო. რაც შეეხება საქართველოს, არც პუტინისა და არც ბაიდენის პრეს–კონფერენციაზე ქვეყნის თემა არავის უხსენებია.

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს ბაიდენმა პუტინთან შეხვედრისას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააკრიტიკა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S