"დედაენის განახლებული ბაღი მაგალითია რამდენად პროგრესულად, ხარისხიანად და საჭიროებებზე დაყრდნობით აკეთებს საქმეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე"
16/06/2021 17:42:46 პოლიტიკა
"დედაენის განახლებული ბაღი მაგალითია რამდენად პროგრესულად, ხარისხიანად და საჭიროებებზე დაყრდნობით აკეთებს საქმეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მერიის გუნდი - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„კულტურულ მემკვიდრეობას, თანამედროვე ურბანულ პროექტებს და გამწვანებას თბილისის განვითარების პროცესში დიდი ყურადღება ეთმობა.
თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა. დედაქალაქი ისტორიას ინარჩუნებს, ამავე დროს ევროპული განვითარების გზით მიდის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დედაენის ბაღის, 9 მარტის ბაღის, ასევე მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული სივრცე დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ გახსნა. გახსნას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ.


