Accentnews.ge
ევროკომისიის ანგარიში: "გადაუჭრელ კონფლიქტებთან დაკავშირებით რუსეთი ჰიბრიდულ ქმედებებს მიმართავს"

ევროკომისიის ანგარიში: "გადაუჭრელ კონფლიქტებთან დაკავშირებით რუსეთი ჰიბრიდულ ქმედებებს მიმართავს"

16/06/2021 09:33:53 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი 16 ივნისს დღის მეორე ნახევარში წარმოადგენს ევროკომისიის ანგარიშს სახელწოდებით „ერთობლივი ინფორმაცია ევროპარლამენტის და ევროპული საჭოსათვის ევროკავშირ-რუსეთის ურთიერობაზე“.

დოკუმენტში, რომელსაც "რადიო თავისუფლება" გამოქვეყნდებამდე გაეცნო, საუბარია რუსეთის ხელისუფლების სწრაფაზე, სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით ჩაერიოს, დაასუსტოს ანდა მოახდინოს როგორც ევროკავშირის წევრი, ისე ბალკანეთისა და აღმოსავლეთის პარტნიორი ქვეყნების დესტაბილიზიაცია.

“რუსეთი განაგრძობს სულ უფრო დახვეწილ კიბერთავდასხმებს და ოპერაციებს ინფორმაციის მანიპულაციის მიზნით, მიმართავს ქიმიურ და სხვა სახის თავდასხმებს, მათ შორისაა თავდასხმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე (OPCW), გერმანიის ბუნდესტაგზე, სკრიპალებზე სოლსბერიში, და ასევე ჩეხეთში იარაღის საწყობში მომხდარი აფეთქება.რუსეთი ახორციელებს პირდაპირ და ჰიბრიდულ ქმედებებს იმ მოუგვარებელ კონფლიქტებთან მიმართებით, რომლებსაც თავადვე ასაზრდოებს უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვაში და ასევე ერვოკავშირის სამხრეთ სამეზობლოში, სირიისა და ლიბიის ჩათვლით“, - ნათქვამია ევროკომისიის ანაგრიშის პროექტში.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი კვლავაც უპირისპირდება რუსეთის ხელისუფლებას, რომელსაც სურს საკუთარი თავი წარმოადგინოს შუამავლად და არა როგორც მხარედ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებზე არსებულ კონფლიქტებში.„ანექსირებული ყირიმის და რუსეთის მიერ „დამოუკიდებლად“ აღიარებული საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთთან და სამხერთ ოსეთთან დაკავშირებით ევროკავშირი არაღიარების პოლიტიკას ახორციელებს“, - ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში, რომელსაც ევროკავშირის ლიდერებიი 24-25 ივნისის სამიტზე განიხილავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S