სალომე ზურაბიშვილი 16 ივნისს ვატიკანს ეწვევა
15/06/2021 14:00:15 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 16 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური ავრცელებს.
"დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის აუდიენცია რომის პაპთან, მის უწმინდესობა პაპ ფრანცისკესთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე, გაიმართება სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები", – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


