"ივლისის პირველი კვირიდან საქართველოს ექნება იმდენი ვაქცინა, რომ ის ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი"
15/06/2021 12:23:13 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისის პირველი კვირიდან საქართველოს ექნება იმდენი ვაქცინა, რომ ის ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი.
"ჩვენ აუცილებლად შემოდგომას უნდა შევიდეთ უსაფრთხო სკოლებში, ანუ ყველა მასწავლებელი უნდა იყოს სკოლებში ორჯერ აცრილი, ასევე უნივერსიტეტები, სტუდენტები და ყველა ლექტორი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი თუ გვინდა, რომ დავამარცხოთ ინფექცია. იქნება შესაძლებლობა, ყველა აიცრას, ამას გიდასტურებთ, ივლისის პირველი კვირიდან საქართველოს ექნება იმდენი ვაქცინა, რომ ის ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი“, – განაცხადა გამყრელიძემ.


