Accentnews.ge
"ხელისუფლებას 10–დღიან ვადას ვაძლევთ, რათა არ მისცეს საბაბი ქვეყანაში ესკალაციისა და დაპირისპირების პროცესების განვითარებას"

"ხელისუფლებას 10–დღიან ვადას ვაძლევთ, რათა არ მისცეს საბაბი ქვეყანაში ესკალაციისა და დაპირისპირების პროცესების განვითარებას"

15/06/2021 11:40:27 პოლიტიკა, საზოგადოება

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე განაცხადა, ხელისუფლებას 10-დღიან ვადას აძლევს, გააუქმოს 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარში".

"მოვუწოდებ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, "ქართული ოცნების" ლიდერებს, მოეშვან ამ თამაშებს და გააკეთონ ძალიან მკაფიო არჩევანი, ან დადგნენ საზოგადოებრივი ნორმის, მორალის და ტრადიციების გვერდით და გააუქმონ დაანონსებული ე.წ. პრაიდი, როგორც მათ ჩვენ ეს გავაკეთებინეთ 2 წლის წინ. დღეს ხომ არის 15 ივნისი, ვადას ვაძლევთ 25 ივნისამდე, გააუქმონ, რათა არ მისცენ საბაბი ქვეყანაში ესკალაციისა და დაპირისპირების პროცესების განვითარებას, ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას ჩვენს უშუალო სამეზობლოში", - აცხადებს ვასაძე.

"ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან. ორგანიზატორების ცნობით, აქციაზე მივლენ, როგორც "თბილისი პრაიდის" წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.

"ქვიარ თემის წევრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ხმამაღლა და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ გამოვდივართ სოლიდარობისთვის!" - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.

ისინი სახელმწიფოსგან მოითხოვენ: უზრუნველყოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება; შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად; უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჯეროვანი გამოძიება და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი; დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S