Accentnews.ge
"თუ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი გაჩერდა, მონიტორინგს განვახორციელებთ"

"თუ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი გაჩერდა, მონიტორინგს განვახორციელებთ"

15/06/2021 11:14:09 საზოგადოება

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ბოლო პერიოდში ომბუდსმენის აპარატი ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგისგან თავს იკავებდა, რათა ბავშვებისთვის დამატებითი სტრესული გარემო არ შეექმნათ. თუმცა მისი თქმით, თუ უახლოეს დღეებში პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი შეჩერდება ომბუდსმენის მონიტორის ჯგუფი მონიტორინგისთვის ნინოწმინდაში ჩავა.

"თუ უახლოეს დღეებში დავინახეთ, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანისა და მათი ოჯახებში ინტეგრაციის პროცესი გაჩერდა და არ განხორციელდა ისე აქტიურად, როგორც ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ განვახორციელოთ მონიტორინგი",- განაცხადა ლომჯარიამ.

იგი მიმართავს საპატრიარქოს, რომ სახალხო დამცველს საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა მისცეს:

"მივმართავ საპატრიარქოს, რომ მისცენ სახალხო დამცველს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს და ბავშვების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს, საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა და იმედი მაქვს, რომ ამაზე მივიღებ დადებით პასუხს. ეს იქნება პირველ რიგში ძალიან პოზიტიური, რადგან ბავშვები არიან წნეხის ქვეშ, ამიტომ მოგვეცით მშვიდ გარემოში საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა და ამის შემდგომ, მზად ვარ, ნებისმიერ საკითხზე ვისაუბრო მათთან".

მისი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მას მოლოდინი აქვს, რომ პანსიონში მონიტორინგისთვის შეუშვებენ. როგორც იგი აღნიშნავს, ბავშთა უფლებების დაცვის მიმართულებით უპრეცედენტო პროცესები დაიწყო:

"მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ შევძლებთ მონიტორინგის განხორციელების საშუალებას, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. პირველ რიგში ის, რომ დაიწყო უპრეცედენტო პროცესი ბავშვთა უფლებრივი დაცვის მიმართულებით, რაზეც წლებია ვსაუბრობთ და სახელმწიფოს არანაირი რეაგირება და ნაბიჯები არ ჰქონია. დაიწყო დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, მათ შორის, რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონების მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საშუალება გვექნება იქ შევიდეთ და მონიტორინგი განვახიორციელოთ".

14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის პროცესი გრძელდება. პროცესი 6 ივნისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი დააკმაყოფილა. ორგანიზაცია პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდა. საპატრიარქო, სარჩელის გასაჩივრებას აპირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S