Accentnews.ge
იმნაძის განცხადებით, საქართველოში ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები ძალიან იმატებს

იმნაძის განცხადებით, საქართველოში ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები ძალიან იმატებს

15/06/2021 10:36:34 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში Covid-19-ის ინდური შტამით (დელტა) ინფიცირების შემთხვევები ძალიან იმატებს.

მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ინდური შტამით ინფიცირების 18 შემთხვევაა დადასტურებული:

„სამწუხაროდ, ისევე, როგორც მთელ ევროპაში, ძალიან იმატებს დელტა, ინდური შტამის ფუნქციონირება. სამწუხაროდ, დელტა შტამი წამყვანი ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში. ჩვენთანაც მატულობს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ეს უკავშირდება ძირითადად ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ბრუნდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან. 18 შემთხვევაა დღეისთვის დადასტურებული, რაც ნიშნავს, რომ წამყვან შტამთან ერთად (ე.წ. ბრიტანული), უკვე გავრცელებას იწყებს ე.წ. ინდური შტამიც“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S