Accentnews.ge
ჯიმ რიში ნატო-ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის არყოფნის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს

ჯიმ რიში ნატო-ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის არყოფნის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს

15/06/2021 05:32:55 პოლიტიკა

აშშ–ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში რუსეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკას აკრიტიკებს.

ამასთან, იგი ნატო-ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის არყოფნის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2"-სთვის სანქციების მოიხსნა, ნატო-ს ამ სამიტზე საქართველო და უკრაინა არ ყოფილან წარმოდგენილნი; ცალმხრივი დათმობებია ევროპაში საზღვაო ბაზირების ფრთოსანი ბირთვული რაკეტებისა და სახმელეთო ბაზირების რაკეტებთან დაკავშირებით. პუტინს არ სჭირდება მოლაპარაკებების წარმოება, მას შეუძლია, უბრალოდ უყუროს, თუ როგორ აშოშმინებს აშშ საკუთარ თავს“, – წერს ამერიკელი სენატორი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: გუშინ ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიმართა. წინა სამიტებისგან განსხვავებით, გუშინდელ ღონისძიებაზე საქართველო და უკრაინა მიწვეულები არ იყვნენ. ნატო–ში ზოგმა ეს ნაბიჯი დროის სიმწირით ახსნა.

იხილეთ ასევე: რა წერია ნატო–ს სამიტის კომუნიკეში საქართველოს თაობაზე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S