Accentnews.ge
"ჩვენ არასდროს მივიღებთ იმ რეალობას, რომ საქართველოს ტერიტორიები არ არის ქვეყნის კონტროლის ქვეშ"

"ჩვენ არასდროს მივიღებთ იმ რეალობას, რომ საქართველოს ტერიტორიები არ არის ქვეყნის კონტროლის ქვეშ"

14/06/2021 16:17:48 პოლიტიკა

"ჩვენ არასდროს მივიღებთ იმ რეალობას, რომ საქართველოს ტერიტორიები არ არის ქვეყნის კონტროლის ქვეშ", – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"ნატო–ს მოკავშირეები სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს. ჩვენ არასდროს მივიღებთ იმ რეალობას, რომ საქართველოს ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ არის ქვეყნის კონტროლის ქვეშ. ნატო აძლიერებს საქართველოს პრაქტიკულ მხარდაჭერას, მათ შორის, "წვრთნისა და სწავლების ცენტრის" მეშვეობით და სხვა გზებით. მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოსთვის უფრო მეტი დახმარების უზრუნველყოფას. ნატო მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველო არის ძალიან ღირებული პარტნიორი. მხოლოდ საქართველოსა და ალიანსის 30 წევრზეა დამოკიდებული, როდის იქნება საქართველოს გაწევრიანებისთვის შესაფერისი დრო. . ჩვენ გვჭირდება კონსენსუსი ამ გადაწყვეტილების მისაღებად. ვერ გეტყვით ზუსტ თარიღს, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ მხარს დავუჭერთ რეფორმებს, რომლებიც საქართველოს ნატო-სთან დაახლოებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S