Accentnews.ge
ლიეტუვის პრეზიდენტი: "ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს"

ლიეტუვის პრეზიდენტი: "ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს"

14/06/2021 14:00:46 პოლიტიკა

ნატო–მ უნდა აჩვენოს რუსეთს ერთიანობა და არ დაივიწყოს 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ორგანიზაციის გაფართოების თაობაზე, –ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ალიანსის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

"მივესალმებით ნატო-ს "ღია კარის პოლიტიკას". პირველ რიგში, მუდამ გვახსოვს ჩვენი მეზობლები და მეგობრები - საქართველო და უკრაინა. გაცემული პირობა უნდა შესრულდეს. რუსეთს უნდა ვაჩვენოთ, რომ ნატო არის ერთიანი", - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

2008 წლის 3 აპრილს ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ „საქართველო გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა“.

ბრიუსელში ნატო-ს ლიდერების სამიტი მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S