Accentnews.ge
"ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულებას დღესაც დავადასტურებთ, თუმცა გაწევრიანების ვადების დასახელებას არ ვაპირებთ"

"ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულებას დღესაც დავადასტურებთ, თუმცა გაწევრიანების ვადების დასახელებას არ ვაპირებთ"

14/06/2021 12:51:49 პოლიტიკა

"ნატო–ს მოკავშირეები დღესაც დაადასტურებენ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულებას, თუმცა გაწევრიანების ვადები არც ადრე დაგვისახელებია და არც ახლა ვაპირებთ ამას", – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მარშალის გერმანულ ფონდში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსის "ღია კარის" პოლიტიკის დასტური ნატო–ში მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების ფაქტია.

"მოველი, რომ დღეს ნატო–ს მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ თავიანთ ერთგულებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, სადაც ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, თუმცა ჩვენ არ დაგვისახელებია ვადები ნატო–ში გაწევრიანების თაობაზე და არც დღევანდელ სამიტზე ვაპირებთ ამას. ჩვენი ფოკუსი ახლა რეფორმებზეა, ჩვენი ფოკუსი ახლა საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელებაზეა, რათა ქვეყანამ თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზება მოახდინოს. რა თქმა უნდა, ნატო–ს კარი არის ღია, რასაც ადასტურებს მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანება. ერთადერთი მესიჯია: მხოლოდ ასპირანტ ქვეყანა საქართველოზე და მოკავშირეებზეა დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება ჩვენს გაფართოებაზე. რუსეთს არ აქვს უფლება ჩაერიოს ამ პროცესში. ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, თავად გადაწყვიტოს უსაფრთხოების როგორი მოწყობის ნაწილი სურს, გახდეს", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S