Accentnews.ge
"წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთეო, კომპლექსს ვერ გამიჩენენ"

"წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთეო, კომპლექსს ვერ გამიჩენენ"

14/06/2021 11:38:48 პოლიტიკა

"წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთეო, კომპლექსს ვერ გამიჩენენ", – ამის შესახებ ექს–პრემიერმა გიორგი გახარიამ პარტია “საქართველოსთვის” ბათუმის ოფისის გახსნის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ის, რაც ვერ გააკეთა არის "ძირითადი მოტივაცია, რომ სამომავლოდ ბევრად უკეთესად გააკეთოს ყველაფერი".

"ბევრი რამ გაკეთდა, რაშიც მეც მივიღე მონაწილეობა, ბევრი რამ ვერ გაკეთდა და ეს არის ის პასუხისმგებლობა, რის გამოც ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა გავაკეთოთ უფრო სწრაფად, უფრო ობიექტურად და უფრო კეთილსინდისიერად. ეს არის რატომაც ჩვენ აქ ვდგევართ, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ჩვენი მოქალაქეების წინაშე გვაქვს. ვინმეს თუ ჰგონია, რომ წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთე და ამით მე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ, ელემენტარული მიზეზის გამო. ის, რაც ვერ გავაკეთე და ვაღიარებ, რომ ვერ გავაკეთე, არის ის ძირითადი მოტივაცია, რომ ბევრად უკეთესად და ბევრად ეფექტურად გავაკეთოთ ყველაფერი", – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის: გახარიამ აჭარაში თავისი პარტიის გუნდის წევრები წარადგინა. პარტია “საქართველოსთვის” ბათუმის ოფისს ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი ირაკლი თავდგირიძე უხელმძღვანელებს, ხოლო აჭარის მიმართულებას პარტიაში – ირაკლი მიქელაძე, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი „ოცნებიდან“, რომელმაც „ოცნება“ 2019 წელს დატოვა.

ბათუმის ოფისის გახსნას დაესწრო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი კოტე ანანიაშვილი, რომელიც გახარიას პრემიერობის ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე რეგიონული პოლიტიკის სამსახურის უფროსი იყო და მისი გადადგომისთანავე გადადგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S