Accentnews.ge
კალიურანდი საქართველოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის "მნიშვნელოვანი ნაბიჯების ხელშეწყობისთვის" მადლობას უხდის

კალიურანდი საქართველოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის "მნიშვნელოვანი ნაბიჯების ხელშეწყობისთვის" მადლობას უხდის

14/06/2021 06:12:22 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის "მნიშვნელოვანი ნაბიჯების ხელშეწყობისთვის" მადლობას უხდის.

"მივესალმები 15 დაკავებული სომეხი პირის გათავისუფლებას და სომხეთის მხრიდან აღდამის რეგიონის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემის ფაქტს. მადლობას ვუხდი საქართველოს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების განხორციელების ხელშეწყობისთვის. მოვუწოდებ ორივე მხარეს, გააგრძელონ ეს გზა", – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, "საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S