ძიძიგური: „ქართული ოცნების“ #1 სატკივრად ქცეულია გახარია“
11/06/2021 14:58:18 პოლიტიკა
კონსერვატორ ზვიად ძიძიგურის ხედვით, „ქართული ოცნება“ სადღეისიდ #1 მტრად ექს–პრემიერ გიორგი გახარიას განიხილავს. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
მან აღნიშნა ისიც, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ პირის მტრად გამოცხადება ადეკვატური არაა და ამ კონტექსტში ძიძიგურმა ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება გაიხსენა და რომ მაშინ ივანიშვილი გახარიასგან განსხვავებით მტრად არ გამოუცხადებიათ.
„თუ დღეს „ქართული ოცნება“ ვინმეს მტრად თვლის, ეს ბატონი გახარიაა. ეს არის კაცი, რომელიც წლების განმავლობაში მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე იყო და წავიდა პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან. მათ ახლა არც ენმ მიაჩნიათ მტრად, არც პარლამენტში შესულ რომელიმე ოპოზიციური პარტია. #1 სატკივრად არის ქცეული გახარია და მისი პოლიტიკური ძალა – ამას ყველანი ვხედავთ. თუ ივანიშვილის წერილი წაიკითხეთ, ნახავდით, რომ ივანიშვილი გაღიზიანებული, შეშფოთებულია და რა იქნება თუნდაც ორი წლის შემდეგ, ამაზე საუბარი ძალიან ჰიპოტეტურია. ოპოზიციის დღის წესრიგში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემაა და ვფიქრობ, აქ გახარია ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. პირადად ვფიქრობ, რომ ძალიან სჭირდება ქვეყანას, დაბალანსებული იყოს ხელისუფლება, პოლიტიკური ველი. ამ შვიდი თვის განმავლობაში არანაირი ბალანს არ იყო“,– განაცხადა ძიძიგურმა.


