დეპუტატი – ფინანსთა მინისტრს: "თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელმაც მთავრობას უნდა შემოუჭიროს ქამარი, სად შემოუჭირეთ?"
11/06/2021 12:16:41 პოლიტიკა
"თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელმაც მთავრობას უნდა შემოუჭიროს ქამარი, სად შემოუჭირეთ?", – ასე მიმართა დეპუტატმა "მოქალაქეების" პარტიიდან ალეკო ელისაშვილმა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს.
„სიტყვით გამოსვლისას ერთხელ არ ახსენეთ, ამ ერთწლიანი პანდემიის და ქვეყნის გაღატაკების დროს რა გააკეთეთ თქვენ, როგორც ფინანსთა მინისტრმა, იმისთვის, რომ ხარჯები შეგემცირებინათ. ერთხელ არ გიხსენებიათ „ქამრების შემოჭერა“. [...] წესით თქვენ ხართ ის ადამიანი,რომელმაც მთავრობას უნდა შემოუჭიროს ქამარი, გვითხარით ციფრები, თანხა, რას მოაკელით, სად მოუჭირეთ ეს ქამარი და როგორ გადაანაწილეთ დაზოგილი თანხა გაჭირვებულ ადამიანებზე“, - მიმართა ელისაშვილმა ხუციშვილს.


