Accentnews.ge
საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

11/06/2021 11:08:36 პოლიტიკა

საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით ნაღებაშვილმა თანამდებობა დატოვა.

აღნიშნულის მიზეზად იგი საქპატენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას ასახელებს.

"ხელმძღვანელი, რომელმაც უწყება განავითარა და მცირე დროში, ორგანიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ცნობადი გახადა ,,დააჯილდოვეს” თანამდებობიდან გათავისუფლებით. საჯარო მოხელესთან ასეთი მოპყრობა ჩემთვის მიუღებელია, რის გამოც ვტოვებ საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას.მინდა წარმატება ვუსურვო საქპატენტის გუნდს. მათთან მუშაობა ჩემთვის იყო დიდი პატივი", – წერს დავით ნაღებაშვილი სოციალურ ქსელში.

მანამდე, საქპატენტის ხელმძღვანელმა მინდია დავითაძემ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში დაადანაშაულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S