პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით კანონპროექტი მე-2 მოსმენით მიიღეს
11/06/2021 11:24:45 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა მე-2 მოსმენით მხარი დაუჭირა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონპროექტს, რომელიც პარტიების დაფინანსების შეწყვეტას ეხება.
"ქართული ოცნების" კანონს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 27 იყო.
ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, პარტია კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება.
გარდა პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტისა, ცვლილებების მიხედვით, თუ მომდევნო 6 თვის განმავლობაში მანდატმოპოვებული პარტიების წარმომადგენელთა ნახევარი მაინც, არასაპატიო მიზეზით პლენარულ სხდომათა ნახევარს არ დაესწრება, მათ დაფინანსება დროებით შეუჩერდებათ.


