Accentnews.ge
პარლამენტმა ოპოზიციის მიერ წარდგენილ 19–20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა ოპოზიციის მიერ წარდგენილ 19–20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

11/06/2021 10:37:44 პოლიტიკა

პარლამენტმა ოპოზიციის მიერ წარდგენილ 19–20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 17-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 61 იყო.

კანონპროექტი პარლამენტს დეპუტატმა შალვა შავგულიძემ წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა "ქართული ოცნების" ამნისტიის კანონპროექტს მხარი 2 მოსმენით დაუჭირა. "ქართული ოცნების" კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს.

ამნისტიის კანონპროექტის ოპოზიციის ვერსიას, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც აღნიშნული ქმედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობაზე ყოფნის დროს აქვს ჩადენილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S