"ნატო-მ საქართველო და უკრაინა თავის რიგებში უნდა მიიღოს"
11/06/2021 10:08:05 პოლიტიკა
საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები უნდა გახდნენ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კიევის ფორუმზე განაცხადა.
„მათთვის, ვინც მონაწილეობას იღებდა ბუქარესტის სამიტში, ყველაფერი ძალაში რჩება. ნატო-მ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოების კოლექტიური უსაფრთხოების მთავარმა ორგანიზაციამ, საქართველო და უკრაინა თავის რიგებში უნდა მიიღოს და ამისთვის მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის და უკრაინისთვის სამოქმედო გეგმას“, – განაცხადა, უკრაინული მედიის ცნობით, კონდოლიზა რაისმა.
2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის დროს კონდოლიზა რაისი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა.


