აქტივისტებმა პარლამენტში პერფორმანსი მოაწყვეს: "რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?"
11/06/2021 09:25:46 პოლიტიკა
პარლამენტში პლენარული სხდომის მიმდინარეობისას აქტივისტებმა პერფორმანსი მოაწყვეს.
მათ დარბაზში პატარა ფურცლები გადმოყარეს წარწერით "რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?"
სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა, რასაც ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი გამოეხმაურა.
"რა უცნაური პერფორმანსი იყო", - განაცხადა ვოლსკიმ.
აქტივისტებს პლენარულ სხდომათა დარბაზი მანდატურებმა დაატოვებინეს.


