Accentnews.ge
"მერობის ყველა კანდიდატს ივლისში  დავასახელებთ"

"მერობის ყველა კანდიდატს ივლისში დავასახელებთ"

11/06/2021 09:00:46 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის განცხადებით ივლისში იგეგმება, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაასახელონ მერობის კანდიდატები, მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატი.

"ივლისში ვაპირებთ, რომ დავიწყოთ საჯაროდ დასახელება. ყველა კანდიდატი, ყველა მუნიციპალიტეტში იქნება ისეთი, რომელიც გაიმარჯვებს ოქტომბრის არჩევნებში", - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა მათ შორის თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე, პაპუაშვილი პასუხობს, რომ "უნდა დაველოდოთ ივლისს".

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერშია დაგეგმილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S