Accentnews.ge
"ოცნება" პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გაიწვევს

"ოცნება" პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გაიწვევს

11/06/2021 08:58:39 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გაიწვევს.

საუბარია მარტის თვეში ინიცირებულ კონსტიტუციურ კანონში შესატან ცვლილებების პროექტზე, რომელიც საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე შემცირებას და ასევე საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის 4-დეპუტატის განსაზღვრას ითვალისწინებს. აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები “ქართულ ოცნებასა“ და “მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა, თუმცა მასთან დაკავშირებით საყოველთაო-საჯარო განხილვებიც არ გამართულა.

როგორც “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განმარტა, პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი პროექტი წარედგინება, რომელშიც შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხები იქნება ასახული, არსებული პროექტი კი გაწვეული იქნება.

"იცით, რომ 19 აპრილის შეთანხმება რამდენიმე საკითხს ეხება, რისთვისაც საჭიროა ცვლილებები კონსტიტუციაში. ეს არის საარჩევნო ბარიერი, პროკურორის არჩევის წესი და ოთხკაციანი ფრაქციის შექმნა. ამ საკითხზე ოპოზიციასთან კომუნიკაცია გვქონდა და მოხდება ცვლილებების ინიცირება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S