Accentnews.ge
"მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ხალხთა მისწრაფებას, ჰქონდეთ სტაბილური, მშვიდი და მეტად პერსპექტიული მომავალი"

"მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ხალხთა მისწრაფებას, ჰქონდეთ სტაბილური, მშვიდი და მეტად პერსპექტიული მომავალი"

11/06/2021 07:34:26 პოლიტიკა

„სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოში მხარს ვუჭერთ განვითარებას, ეკონომიკას, ამ ქვეყნების ხალხთა მისწრაფებას, ჰქონდეთ სტაბილური, მშვიდი და უფრო მეტად პერსპექტიული მომავალი", – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია იმუშაოს რეგიონში მის პარტნიორებთან, რომლებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, სამივე ქვეყანასთან.

რეგიონული ტურნეს ფარგლებში საქართველოში ვიზიტის შემდეგ ფილიპ რიკერი აზერბაიჯანსა და სომხეთში გაემგზავრა. ბაქოსა და ერევანში შეხვედრების შემდეგ კი, ისევ თბილისში დაბრუნდა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.

დღესვე ფილიპ რიკერი მცხეთაში იმყოფებოდა, სადაც ჯვრის მონასტერი დაათვალიერა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S