Accentnews.ge
"რა გასაკვირია, თუ ღონიერმა პატარას სიტყვით ვერ გააგებინა და ძალა გამოიყენოს?!"

"რა გასაკვირია, თუ ღონიერმა პატარას სიტყვით ვერ გააგებინა და ძალა გამოიყენოს?!"

10/06/2021 09:09:16 საზოგადოება

"რა გასაკვირია, თუ ღონიერმა პატარას სიტყვით ვერ გააგებინა და ძალა გამოიყენოს?!",– ამგვარად ამართლებს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ბავშვებზე ძალადობას, თუმცა ამბობს იმასაც, რომ „თუნდაც წამორტყმას“ არ მიესალმება.

აღნიშნული განცხადებები გავლენიანმა სასულიერო პირმა ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას გააკეთა.

"მე მაინც ვთვლი, რომ ადამიანი ვირი არ არის და ცემა არ არის აუცილებელი. სისულელეს რომ ლაპარაკობენ, ლამის მაცივარში გვამები და რაღაც სადისტური ისინი... ცალკეულ ადამიანებს შეიძლება, მასეთ დაწესებულებებში კი არა, გარეთ არ ჰყოფნით ნერვები, პარლამენტში არ ჰყოფნით ხოლმე და ერთმანეთს სცემენ, ურტყამენ, რა გასაკვირია, რომ იქ უფროსმა, ღონიერმა პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენოს? პირდაპირ გეუბნებით, თუნდაც წამორტყმას არ მივესალმები, მაგრამ როდესაც ამბობენ გაუპატიურებას, ფაქტი ხომ არ უნდა იყოს, ვნახოთ ფაქტი, თუ იყო, უმკაცრესად დაისჯებიან", - განაცხადა მეუფემ .

იხილეთ ასევე: ნინოწმინდის პანსიონიდან ვიდეოები კანონდარღვევით გავრცელდა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S