Accentnews.ge
სენატორი რობ პორტმანი: "ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდოს ნატო-ს, უზრუნველყოს წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის"

სენატორი რობ პორტმანი: "ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდოს ნატო-ს, უზრუნველყოს წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის"

10/06/2021 07:22:19 პოლიტიკა

"ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდოს ნატო-ს, უზრუნველყოს წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის", -ამის შესახებ ამერიკელი სენატორი რობ პორტმანი The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

იგი აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოში რამდენიმე დღის წინ გამართულ ვიზიტზე საუბრობს:

“გასულ კვირას აღმოსავლეთ ევროპაში გავემგზავრე სენატორების მცირე, ორპარტიულ ჯგუფთან ერთად, რომ შევხვედროდი უკრაინის, ლიეტუვისა და საქართველოს ლიდერებს. ხსენებული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები აშშ-ის საიმედო მოკავშირეები გახდნენ, რადგან მათ მოქალაქეებს სურდათ დემოკრატიული მომავალი მეტი თავისუფლებით და კეთილდღეობით. მაგრამ მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ. რაც ამ მოგზაურობის დროს ყველაზე შემაშფოთებლად მეჩვენა, იყო ამ ახალგაზრდა დემოკრატიების დესტაბილიზაციისკენ მიმართული რუსეთის მცდელობა. თითოეული მათგანი რუსეთის მხრიდან მზარდი ზეწოლის წინაშე დგას, მათ შორის ვგულისხმობ სამხედრო საფრთხეებს, კიბერშეტევებს და პოლიტიკურ დეზინფორმაციულ კამპანიებს. უკრაინასა და საქართველოში რუსეთი განაგრძობს ტერიტორიების ოკუპაციას და მილიტარიზაციას", - წერს ამერიკელი სენატორი.

მისი თქმით, საქართველო ამერიკის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა რეგიონში, ამიტომ რუსეთის ქმედებები შეშფოთების მიზეზი უნდა გახდეს.

როგორც პორტმანი აღნიშნავს, შეერთებულმა შტატებმა ხელი უნდა შეუწყოს 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე უკრაინისა და საქართველოსთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ დადებული პირობის შესრულებას:

"ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდოს ნატო-ს, უზრუნველყოს წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის და უკრაინისთვის და ხელი უნდა შეუწყოს 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაჟღერებული პირობის შესრულებას. ამ ქვეყნების გაწევრიანების გზაზე დაყენება ხელს შეუწყობს მათ დაცვას რუსეთის აგრესიისგან", - წერს სენატორი.

იგი საქართველოში გამართული შეხვედრების დროს განხილულ შიდა პოლიტიკურ საკითხებზეც ამახვილებს ყურადღებას:

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და სხვა ლიდერებთან შეხვედრისას, მათ შორის ოპოზიციური პარტიებიდან, სენატორებმა ხაზგასმით აღვნიშნეთ თანამშრომლობის აუცილებლობა საარჩევნო, სასამართლო და ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად, რაც ქვეყნის უფრო უსაფრთხო მომავლისთვისაა საჭირო".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S