Accentnews.ge
"იმით, რომ „ნაციონალები“ ხელს არ აწერენ 19 აპრილის შეთანხმებას, უარს ამბობენ დეპოლარიზაციაზე და კვლავ რადიკალიზაციის გზაზე რჩებიან"

"იმით, რომ „ნაციონალები“ ხელს არ აწერენ 19 აპრილის შეთანხმებას, უარს ამბობენ დეპოლარიზაციაზე და კვლავ რადიკალიზაციის გზაზე რჩებიან"

09/06/2021 17:14:20 პოლიტიკა

იმით, რომ „ნაციონალები“ ხელს არ აწერენ 19 აპრილის შეთანხმებას, უარს ამბობენ დეპოლარიზაციაზე და კვლავ რადიკალიზაციის გზაზე რჩებიან და დღეს ნიკა მელია გვემუქრებოდა, რომ ხელს ჩაგვავლებდა და გაგვიყვანდა დარბაზიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც აცხადებს, რომ დამთავრებულია, 19 აპრილის შეთანხმების საკითხი.

„იმისთვის, რომ ესაუბრა ცარიელი სიტყვები, სიცარიელე, მეტი არაფერი. ეს სიტყვები, ჩვენ მათგან ბევრჯერ მოგვისმენია, საქმე კი ვნახეთ, რომ სხვაა. სიტყვები იყო რომ არ შემოვიდოდნენ, ვნახეთ, რომ აქ არიან. სიტყვები იყო, რომ გაყალბებული იყო არჩევნები. დაიწყეს ხან იმით, რომ გამოცხადება იყო გვიანი, ხან თქვეს, რომ ბათილი ბიულეტენები იყო ჩაყრილი, ხან რა განაცხადეს და ხან - რა. ყველაფერი, თითოეული მათი სიტყვა გაბათილდა. არაფერი აქვთ ხელში, მხოლოდ ცარიელი სიტყვები. შემდეგ იყო სიარული ფასილიტაციასა და მედიაციაზე. „ნაციონალური მოძრაობამ“ იარა, იარა, მაგრამ ვერაფერს მიხვდა. სწორედ ეს არის სამწუხარო მოვლენა. ისინი საუბრობენ, რომ ამნისტია არის დანაშაულებრივი და იმას ვერ ხვდებიან, ამით რას ამბობენ, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგების ძალისხმევა არის დანაშაულებრივი, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ორჯერ ჩამოსვლა დანაშაულებრივია. იმით, რომ „ნაციონალები“ ხელს არ აწერენ 19 აპრილის შეთანხმებას, უარს ამბობენ დეპოლარიზაციაზე და კვლავ რადიკალიზაციის გზაზე რჩებიან და დღეს ნიკა მელია გვემუქრებოდა, რომ ხელს ჩაგვავლებდა და გაგვიყვანდა დარბაზიდან. ჩვენს უკან დგას 1 მილიონი ამომრჩეველი, ის ემუქრებოდა საქართველოს 1 მილიონ მოქალაქეს, რომ ხელს ჩაჰკიდებდა და ამ დარბაზიდან გაიყვანდა. რთულია, ისაუბრო „ნაციონალურ მოძრაობაზე“. სულ რამდენიმე თვეა პოლიტიკაში ვარ, ამ კინოს გარედან ვუყურებდი, დღეს კი მომეცა საშუალება სამ განზომილებაში მეყურებინა ის კინო, რომელსაც წლებია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ვუყურებ. ეს კინო სამწუხაროდ, მეორდება და მეორდება. ისინი დღესაც აცხადებენ, რომ დამთავრებულია, 19 აპრილის შეთანხმების საკითხი. ისინი არ აპირებენ ხელი მოაწერონ დოკუმენტს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ვინც მხარს უჭერს ამ ამნისტიას, ის მხარს უჭერს 19 აპრილის შეთანხმებას, ვინც წინაღმდეგია ამნისტიის, ის არის 19 აპრილის შეთანხმების წინააღმდეგი.

„დღეს მინდა მივმართო ოპოზიციას, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, ოპოზიციას, რომელიც, თავის დროზე, იყო გავლენის ქვეშ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახვია მათ თავს გაყალბებულ არჩევნებზე საუბრით. ზოგიერთმა მათგანმა, ისიც თქვა, რომ გარკვეულწილად დაუჯერეს მათ, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი პარტია იყო, მათ ჰყავდათ მეტი წარმომადგენელი კომისიებში და მათ შესაძლოა უფრო დაეჯერებოდათ. თუმცა მიხვდნენ და იმითაც ჩანს ეს ყველაფერი, რომ საგამოძიებო კომისიაში არ შედიან და არ იყენებენ იმ შესაძლებლობას, რომ თუკი რამე ფაქტი არსებობს, ეს ფაქტი გამოავლინონ. მინდა, ოპოზიციას მივმართო, ვინც მხარს უჭერს ამ ამნისტიას, ის მხარს უჭერს 19 აპრილის შეთანხმებას, ვინც წინააღმდეგია ამნისტიის, ის 19 აპრილის შეთანხმების წინააღმდეგია. დღეს პირდაპირ განაცხადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და თქვეს, რომ ამნისტია ნებისმიერი ფორმით, მათთვის მიუღებელია. ანუ, 19 აპრილის შეთანხმება მათთვის ნებისმიერი ფორმით მიუღებელია. ამიტომ საკითხი დგას ასე, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ოპოზიციამ , რომელიც ცდილობს კონსტრუქციულ თანამშრომლობას, უნდა გადაწყვიტოს, რა არის მათი არჩევანი, რჩებიან ისინი საკუთარი ხელმოწერის ერთგული, რომელიც დაუსვეს 19 აპრილის შეთანხმებას, თუ უარს ამბობენ 19 აპრილის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებაზე?! ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ მათ ამნისტია საერთოდ არ სჭირდებათ და მათი ერთადერთი მიზანი არის ჩაშალონ ეს შეთანხმება და დღეს თუ ოპოზიცია ხმას არ მისცემს ამ ამნისტიას, ამით ისინი ჩაშლიან ამ შეთანხმებას“ , - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S