Accentnews.ge
პარლამენტმა ამნისტიის კანონის "ოცნების" პროექტს II მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ამნისტიის კანონის "ოცნების" პროექტს II მოსმენით მხარი დაუჭირა

09/06/2021 16:02:31 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, 77 მომხრე ხმით მიიღო, 23 წინააღმდეგი წავიდა.

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე პარლამენტში მსჯელობა დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში ცხარე კამათისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, თუ ვის უნდა შეეხოს და ვის არა ამნისტია.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მათ მიერ მომზადებული ცვლილებები პასუხობს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას. ისინი მოუწოდებენ ოპოზიციას, მხარი დაუჭირონ აღნიშნულ კანონპროექტს.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S