Accentnews.ge
მდინარაძე – გავრილოვის ინციდენტზე: "პროტოკოლის თანამშრომელმა დაუშვა ტექნიკური შეცდომა"

მდინარაძე – გავრილოვის ინციდენტზე: "პროტოკოლის თანამშრომელმა დაუშვა ტექნიკური შეცდომა"

09/06/2021 14:03:22 პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 2019 წლის 19 ივნისს რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში “პროტოკოლის თანამშრომლის ტექნიკური შეცდომის გამო" აღმოჩნდა.

"წინა დღეს ირაკლი კობახიძემ უზრუნველყო ის, რომ გავრილოვს რომ არ წაეყვანა ეს სხდომა, მისი ბერძენი თანათავმჯდომარე უნდა ყოფილიყო სხდომის წამყვანი. იმ კაცმა [გავრილოვმა] თავად პროტოკოლის რიგით თანამშრომელს უთხრა, ერთი სკამი მომიტანეო. პროტოკოლის თანამშრომელმა რა იცის, ხო. მიუტანა სკამი და წამოსკუპდა. თუ ასეთი საკრალური ნივთის გამოჩენა გინდათ, სხვა სკამზე იჯდა, ბატონო, ის კაცი [გავრილოვი]. ასე პათეტიკურად გაგცემთ პასუხს. წარმოიდგინეთ, ჩვენი ყველაზე დიდი დანაშაული, ამაზე მეტი ამ 8-9 წლის განმავლობაში არ გახსენდებათ, რომ შეცდომა დაუშვა პროტოკოლის თანამშრომელმა. არავის ვაბრალებ, ჩვენი შეცდომა იყო, რომ ამ დარბაზში შემოვუშვით. მაგრამ ამ ტექნიკურ შეცდომას ამ საკრალურობის გამო მოჰყვა გულწრფელი ემოციები”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S