Accentnews.ge
"ზარქუა არის ტრაგიკული მოვლენა ამ პარლამენტში"

"ზარქუა არის ტრაგიკული მოვლენა ამ პარლამენტში"

09/06/2021 13:42:37 პოლიტიკა

პარლამენტში ენმ–ის ლიდერის ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ზარქუამ მას წყალი მიუტანა. რასაც მელიას პასუხი მოჰყვა, რომ ზარქუა პარლამენტის ტრაგიკული მოვლენაა:

"ზარქუა არის ტრაგიკული მოვლენა ამ პარლამენტში ჩემის აზრით. რახან ეს ადამიანი წარმოადგენს სახეს ხელისუფლების, არანაირი შანსიც კი განვითარების არ იქნება. მას ჰგონია, რომ თქვენზე იმდენად გაბრაზებულ ვარ რომ, ციხეში ნამყოფი კაცი, აქ ვდგავარ, თქვენის მეცადინეობით და ბოთლს რომ მომიტანდით, ამ ბოთლს თავში ჩაგარტყამდით. ეს შეიძლება, გამეკეთებინა შარშან და დიდი სიამოვნებით, მაგრამ ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული რა ბრძოლაში ვარ მეგობრებთან ერთად" - აღნიშნა მელიამ ზარქუას ქმედების პასუხად.

მოგვიანებით, ზარქუამ განაცხადა, რომ "მელიას ხმა ჩაეხლიჩა და წყალი ამიტომ მიუტანა":

"ხმა ჩაეხლიჩა და წყალი მივაწოდე და ამაზე ნახეთ მისი აგრესია იმიტომ, რომ მას კომპლექსი აქვს".

აღსანიშნავია, რომ მელიას გამოსვლის დროს ტრიბუნაზე ორი ბოთლი წყალი იდგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S