მელია: "როგორც მე მიხუთავდა სულს ის სამაჯური, საზოგადოების დიდ ნაწილს ზუსტად ისე უხუთავს ეს პარლამენტი სულს"
09/06/2021 13:17:32 პოლიტიკა
„როგორც მე მიხუთავდა სულს ის სამაჯური, საზოგადოების დიდ ნაწილს ზუსტად ისე უხუთავს ეს პარლამენტი სულს“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ დეპუტატებს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, იგი კარგად აცნობიერებს, რა ბრძოლაშია ჩართული.
"პირველ ნოემბერს მოვიხსენი ის სამაჯური, როგორც ძალადობისა და უსამართლობის სიმბოლო. ვაცნობიერებდი, რომ შეიძლებოდა მე თავისუფლება შემზღუდოდა. მაგრამ ვარჩიე, ეს ნაბიჯი გადამედგა, ვარჩიე, უსამართლოს სიმბოლო, სამაჯურის სახით, დამეკარგა, ვიდრე ღირსება დამეკარგა. გინდოდათ, რომ თავი დამეხარა უსამართლობისთვის, მეღიარებინა თქვენი უსამართლო ოლიგარქიული რეჟიმი, მაგრამ ვერ ეღირსეთ და ვერ მოესწრებით ამას, იმიტომ, რომ პირველივე დღიდანვე ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული, რა ბრძოლაში შემოვედი. როგორც მე მიხუთავდა სულს ის სამაჯური, საზოგადოების დიდ ნაწილს ზუსტად ისე უხუთავს ეს პარლამენტი სულს. სანამ სულში პირი გვიდგას, მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება არ გექნებათ", – განაცხადა მელიამ.


