"დღეს გახარიას აბრალებთ ყველაფერს, რასაც აბრალებთ ნებისმიერს, ვინც უბრალოდ აპროტესტებს თქვენ უმსგავსობას. იგი იძულებული რომ არ გამეხადა გადამდგარიყო, ხმას ამოიღებდით?!"
09/06/2021 13:16:59 პოლიტიკა
"გახარია იძულებული რომ არ გამეხადა გადამდგარიყო, ხმას ამოიღებდით?!", – ასე მიმართა ენმ–ის ლიდერმა ნიკა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.
მისი თქმით, დღეს გახარიას ყოფილი თანაგუნდელები პოლიტიკურ მიწაში დებენ და აბრალებენ ყველაფერს, რასაც აბრალებენ ნებისმიერს, ვინც უბრალოდ აპროტესტებს მმართველი გუნდის უმსგავსობას.
"ფიზიკურ დაპირისპირებასაც კი არ ერიდებოდით ჩემთან ბატონი გახარიას გამო და მთელი აპოლოგია გქონდათ მიძღვნილი გახარიასადმი სულ რამდენიმე კვირის წინ, და დღეს რას აკეთებთ?! დღეს უძღვნით პასკვილებს, მას დებთ პოლიტიკურ მიწაში, აბრალებთ ყველაფერს, რასაც აბრალებთ ნებისმიერს, ვინც უბრალოდ აპროტესტებს თქვენ უმსგავსობას. [...] კითხვა მაქვს, ის რომ დღესაც ყოფილიყო თქვენი პრემიერმინისტრი და იძულებული არ გამეხადა ის მე 17 თებერვალს თუ 23 თებერვალს გადამდგარიყო, ნებისმიერი თქვენგანი ხმას ამოიღებდით?! ანუ ნებისმიერი თქვენგანი კვლავ ტაშს დაუკრავდით ამ ადამიანს. ეს არის თქვენი რეალური პოლიტიკური სახე", – მიმართა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.


