მელია – დეპუტატებს: "მე შემოვედი აქ, რადგან, რაც შეიძლება მალე სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან"
09/06/2021 13:13:51 პოლიტიკა
"მე შემოვედი აქ ჩემს მეგობრებთან ერთად, რადგან, რაც შეიძლება მალე სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან", – ასე მიმართა დეპუტატებს ენმ–ის ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
"ერთადერთი რის გამოც მე ამ დარბაზში ვარ ჩემს მეგობრებთან ერთან, ამ ყველაფერს აქვს ძალიან კონკრეტული ამოცანა: მალე დავტოვო ეს დარბაზი და აქ რაც შეიძლება მცირე ვადით, თუ შეიძლება ასე ითქვას, შეურაცხმყოფელად არ მიიღოთ, ნაკლებად დაგაფრთხოთ. თუმცა ამ დარბაზის დატოვებას მე ვაპირებ თქვენთან ერთად, მე შემოვედი ამ დარბაზში ჩემს მეგობრებთან ერთად, რათა თითოეული თქვენგანი, რაც შეიძლება მალე სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ საზზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და აირჩიოს ლეგიტიმური ხელისუფლება", – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, "სახელმწიფო ერთი ადამიანის – ბიძინა ივანიშვილის მიერ არის მიტაცებული".


