პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ
09/06/2021 11:31:29 პოლიტიკა
ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე დისკუსიას დეპუტატებს შორის მწვავე დაპირისპირება მოჰყვა.
დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ მიხეილ ყაველაშვილსა და ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს შორის კამათი სანიკიძის კითხვას მოჰყვა. კერძოდ, დეპუტატი დაინტერესდა, ვინ და რატომ ჩამოვიყვანა სერგეი გავრილოვი თბილისში.
„ბატონო გუბაზ, თქვენც იქ ბრძანდებოდით, როდესაც ერთმანეთში საუბარი გქონდათ, რომ ამდენი გულწრფელად განაწყენებული ადამიანების დიდი ნაწილი სახლში არ გაგეშვათ. ზოგი დაუმორჩილებლობაზე საუბრობდით,“ - განაცხადა ყაველაშვილმა, რაზეც გუბაზ სანიკიძემ ჰკითხა - „არ გრცხვენია?“.
„ბიჭო, დაწყნარდი, ვერც შენი მასით და ვერც შენი ყვირილით ვერ შემაშინებ. პასუხი შენ გაეცი საზოგადოებას, ამათთან, როგორ გადახვედი?“- მიმართა ყაველაშვილმა გუბაზ სანიკიძეს.
თავად სანიკიძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ „რუსების მონები" არიან.
„უნამუსო კაცი ხარ“ , - იყო შოთა ხაბარელის პასუხი.


