„ვმეგობრობთ“ – ღარიბაშვილი პარტიაში დაპირისპირებისა ცვლილებების შესახებ ცნობებს არ ადასტურებს
09/06/2021 11:13:54 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ ადასტურებს პარტიაში არსებული დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას.
მან რიგი მედიასაშუალებებით გავრცელებულ ცნობებს, რომ ივნისში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ თავად დაინიშნება, ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი საკონსტიტუციო სასამარტლოში გადაინაცვლებს, სპეკულაციებს უწოდებს.
„არავითარი ცვლილება არ იგეგმება. შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს კობახიძესთან, ვმეგობრობთ. დღეს როგორი შეკრულიცაა გუნდი, ალბათ ასეთი არ ყოფილა 2012–2013 წლის შემდეგ. სპეკულაციები მიმდინარეობს დაქუცმაცებული, დეგრადირებული ოპოზიციისგან. ახალბედა პოლიტიკოსებს ვურჩევდი, ნუ აყვებიან იაფფასიან სპეკულაციებს“,– განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.


