ღარიბაშვილი – არჩევნებზე: "53%-ს ველოდებით"
09/06/2021 11:07:30 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ელის, რომ მმართველი გუნდი გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, სახელისუფლებო გუნდი ელის, რომ ამჯერად ხმათა 53%–ს მიიღებს.
"რა თქმა უნდა, ჩვენ არჩევნებზე გავალთ ძალიან ძლიერად. ყველა ოპოზიციონერმა იცის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ. არათუ 43%-ს, არამედ 53%-ს ველოდებით, ეს გადაეცით ყველას",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს აიღებს, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" ხმათა 48% მიიღო.


