ღარიბაშვილი – გახარიაზე: „მის ქმედებას სახელი დაერქვა“
09/06/2021 11:01:02 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იზიარებს „ქართული ოცნების“ დამფუნებლის ბიძინა ივანიშვილის შეფასებებს ექს–პრემიერ გიორგი გახარიასთან მიმართებაი, რომელმაც გუნდის ყოფილ ლიდერს „მოღალატე“ უწოდა.
ღარიბაშვილს სიტყვა „ღალატი“ არ უხსენებია, თუმცა განაცხადა, რომ ივანიშვილმა სრულყოფილი შეფასება მისცა გახარიას ნაბიჯს:
„ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა, მათ შორის, გაახარიას ქმედებას. შესაბამისად, ვერაფერს დავამატებ“.
ამასთან, ღარიბაშვილი ამბობს, რომ გახარიას გადაწყვეტილებას ანალოგი არ მოეძებნება:
„ყველა ადამიანის ქმედებას მოჰყვება შეფასება. ბატონი გიორგი გახარია იყო ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკის და შს მინისტრი, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, რომელიც კურირებდა უსაფრთხოების სისტემას, იყო პრემიერ–მინისტრი, ვიხილეთ უპრეცედენტო ნაბიჯი მისი მხრიდან. ალბათ, მსოფიოში არ მოიპოვება ანალოგი, როდესაც პრემიერმინისტრი გადადგა იმის გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო და ისმის განმარტებები, რომ მომატებული რისკი იყო. მინდა, შედარება გავაკეთო, რომ ნებისმიერი ოპერაციას თან ახლავს რისკები. მით უმეტეს, გვქოდა ინფორმაცია, რომ არავითარი შეიარაღებლი დაპირისპირება არ იგეგმებოდა, იყვნენ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, როგორ წარმოგიდგენიათ იქ ხელჩართული ბრძოლა ამტყდარიყო?! მაგრამ მან მიიღო გადაწყვეტილება, მის ამ ქმედებას სახელი დაერქვა. კრიზისის დროს პრემიერ–მინისტრს, რომელიც გუნდის ლიდერი იყო, უნდა აეღო პასუხისმგებლობა. რამდენიმე დღეში ჩვენ ჩავატარეთ ოპერაცია, არავინ დაზიანებულა. როგორ ფიქრობთ, არ ვფიქრობდით რისკებზე?“,– განაცხადა რარიბაშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებთან.


