ნიკა მელია – შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწეაზე: "გადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ"
09/06/2021 09:23:04 პოლიტიკა
"ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩათვალეთ საჭიროდ რომ არის მისაღები და სხვა პარტიებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც მათ ჩათვალეს, გადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ", – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტების კითხვას, გეგმავს თუ არა პარტია შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას.
მისი თქმით, პარტია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს იმ საკითხებში, რომელიც არის მნიშვნელოვანი.
„ქართული ოცნება“ ქვეყნის მართვისთვის რომ არ არის მზად და არც ყოფილა არც ერთ ეტაპზე და არც ყოფილა მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს ნამდვილად რბილად რომ ვთქვათ, გულდასაწყვეტია და დღევანდელი გადასახედიდან უკვე ტრაგიკული. „ქართულ ოცნებას“ მიტაცებული აქვს ქვეყნის მმართველობის სადავეები, ეს არის ტრაგედია ამ სახელმწიფოსთვის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა. ყველა ადამიანი, ვინც დღეს, არ განიცდის სიდუხჭირეს და ასეთები არიან მხოლოდ და მხოლოდ ორი პროცენტი, ისინიც კი არ არიან ბედნიერები. რომც გქონდეს შენ დღეს ამ ქვეყანაში სოციალური გარანტიები, არ ღელავდე მატერიალური თვალსაზრისით შენს მომავალზე, რომ ქონდეს მზარდი განკვარგვადი შემოსავალიც კი ოჯახს, უბრალოდ არ გაქვს მთავარი რაც ცხოვრებაში არის მნიშვნელოვანი, რადგან ერთხელ ვიბადებით და ვერ ვცხოვრობთ 100, 110 წელი და კიდევ უფრო მეტი, სამწუხაროდ, არ აქვთ ბედნიერება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.


