Accentnews.ge
"მეტი გამჭვირვალობა და ნდობა კანონის უზენაესობის სფეროში არის ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება და რასაც მოსახლეობა იმსაუხრებს"

"მეტი გამჭვირვალობა და ნდობა კანონის უზენაესობის სფეროში არის ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება და რასაც მოსახლეობა იმსაუხრებს"

09/06/2021 07:09:45 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ქვეყანაში ინსტიტუტების გასაძლიერებლად ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს, რისთვისაც 19 აპრილის შეთანხმება არის გზამკვლევი.

მისი თქმით, ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი“ იმ ინვესტიციის დემონსტრირებაა, რომელსაც ევროკავშირი წლების განმავლობაში ახორციელებს ინსტიტუტების გასაძლიერებლად.

"ძალიან კმაყოფილი ვარ ბევრი იმ შედეგით, რაც წლების განმავლობაში იქნა მიღწეული. ამავდროულად, აღვნიშნავ, სამომავლოდ ეს ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს, სწორედ ამისთვის 19 აპრილის შეთანხმება ნამდვილად არის გზამკვლევი და სამუშაო გეგმა, ყველა მხარისგან ველით მის იმპლემენტაციას. მეტი ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის და ნდობის მშენებლობა კანონის უზენაესობის სექტორში არის ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება და რასაც მოსახლეობა იმსაუხრებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S