Accentnews.ge
გახარია მის წინააღმდეგ „ბინძური ბრძოლის“ მოლოდინშია

გახარია მის წინააღმდეგ „ბინძური ბრძოლის“ მოლოდინშია

08/06/2021 18:20:33 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია ელის, რომ მის წინააღმდეგ „ბინძური“ პოლიტიკური ბრძოლა გაჩაღდება.

„ტვ პირველის“ ტელეწამყვანის კითხვაზე, ელის თუ არა, რომ მის წინააღმდეგ კომპრომატები არსებობდეს, ან სისხლის სამართლის საქმე აღძრან იგივე 20 ივნისის მოვლენების კონტექსტში, გახარია ამბობს, რომ „არაფერს გამორიცხავს, თუმცა სხვა პოზიცია აქვს“:

„20 ივმისი ჩემი ტვირთია და მას ვატარებ. მაშინ ვიყავი შს მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი იყო პარტიის თავმჯდომარე. არც ერთ შემთხვევაში (შს და ეკონომიკის მინისტრობის დროს) შეზღუდვა არც ერთ პოზიციაზე არ მქონია. არ ყოფიალა შემთხვევა, ბიძინა ივანიშვილი ჩემს პირდაპირ მოვალეობაში ჩართულიყო“,– განაცხადა გახარიამ.

გახარია ამბობს, რომ 20 ივნისს მომიტინგეების დაშლა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე განხორციელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S